მედია ანონსი
30 სექტემბერი, 2014
დაუყივნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ:0370 27 33 06
E-mail: eristavisteatri@gmail.com
Facebook: გორის დრამატული თეატრი
Web: www.eristavitheatre.com
ფრანგული თეატრალური კომპანია "პრესტო ანდანტე" წარმოდგენას გამართავს
ფრანგული თეატრალური კომპანია "პრესტო ანდანტე" დღეს გორში, ერისთავის თეატრში საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენას გამართავს!
პროექტს REGART-ი ახორციელებს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრისა და ფრანგული თეატრალური კომპანია "პრესტო ანდანტე"- ხელშეწყობით. პროექტის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს კონფლიქტის ზონაში, სადემარკაციო ხაზთან მცხოვრებ 7 წლის ნიკოლოზ ჯავახს. ნიკოლოზი უსინათლოა მას ცერებრიალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. მოზარდს მოხუცი ბებია ზრდის. ამასთან ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ამის შესახებ კარალეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გვაცნობა.
ნიკოლოზ ჯავახის დასახმარებლად, საქველმოქმედო სპექტაკლი "თეატრალური კარუსელი" ოპუსი 131 გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრში (30.09.2014 19:00) გაიმართება და მას ფრანგული თეატრალური კომპანია "პრესტო ანდანტე" წარმოადგენს. დადგმაში მონაწილეობენ: ფრანგი მსახიობი ოლგა კლერ და თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები. რეჟისორი: ალექსი ჯაყელი.